ძებნილმა შლეგმა მიშამ გვაუწყა, რომ მისი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ბაზაზე ხსნის “შტაბკვარწირას”

1175
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმიანება.

“ძებნილმა შლეგმა მიშამ გვაუწყა, რომ თბილისში, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ბაზაზე ხსნის შტაბს [‘შტაბკვარწირას’].

ჯერ იყო და “ერთად სახლში” ე.წ. პროექტით, ათიათასობით ემიგრანტის თანხლებით ბრუნდებოდა საქართველოში. უპრინციპო ‘გუბაზავირუსმა’ გიორგი სიგუამ ფული მოუტეხა და პოლიტაფიორა მალევე შეწყდა. სიგუა კი, აგვისტოში, საბერძნეთის კუნძულ ზაკინტოსზე ‘ჯემფესტის’ მოწყობას გეგმავს.

მიშას შემდეგი სიშლეგე იყო “საქართველოში უნდა გათენდეს” ე.წ. “ვარშავის გეგმა” და “5 ნაბიჯი წარმატებული ევროპული სახელმწიფოს შესაქმნელად”. ამ ხანმოკლე აფიორამაც ჩაილურის წყალი დალია

ახლა კი რაცხა [რაღაც არ შეეფერება] შტაბი ბიბლიოთეკაშიო. და მაგ ბიბლიოთეკის გამგეა ლანა ღვინჯილია. რაცხა მიშისტკა, რომელმაც 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანისას, საუკოპაციო ხაზთან, სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მაშინვე გაირკვა, რომ ლანა ღვინჯილია იმავდროულად იყო საავტომობილო ფედერაციის გენმდივანი. ფედერაციისა, რომლის პრეზიდენტი შოთა აფხაზავა 2018 წლის 7 ოქტობერს, რუსეთში, კერძოდ, გროზნოში გამართულ “პუტინის თასის” გათამაშებაში მონაწილეობდა. ცხადია, რამზან კადიროვის თანდასწრებით.

მარტივად – ძალიან ღრმა კრიზისში არიან ნაცები და მისი განშტოებები. ლელა კაკულიასავით, ვხედავ, რომ ბოლოს ერთმანეთს გადააბრალებენ იმ 9 წელს… 

და ვინმეს სჯერა, რომ სააკაშვილი გამოსწორდა, ‘გადემოკრატდა’ და აღარაა ერთპიროვნული დიქტატორი?”– წერს გია აბაშიძე ფეისბუქში.

ამ თემაზე:

თქვენი კომენტარი?
IMG.GE