ბოლო ამბები
31/10/2025

შემოსავლების სამსახური განმარტავს იმ პირთა კატეგორიას, რომელთაც, პირველი ნოემბრის ჩათვლით, ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობათ

გაზიარება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს იმ პირთა კატეგორიას, რომელთაც, პირველი ნოემბრის ჩათვლით, ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობათ.

დეკლარაციის წარდგენა ევალება ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე ფიზიკურ პირს: თუ პირის და მისი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული (2024) წლის მიხედვით აღემატება 40 000 ლარს და საკუთრებაში აქვთ დასაბეგრი ქონება (უძრავი ქონება, მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი, იახტა (კატარღა), შვეულმფრენი, თვითმფრინავი და მსუბუქი ავტომობილ(ებ)ი (გარდა მოტოციკლისა და მოპედისა) და სხვა; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში კი – ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, მოწყობილობები და სხვა.

დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა პირს, თუ გასულ საგადასახადო წელს წარდგენილი აქვს დეკლარაცია ან დარიცხული აქვს გადასახადი და არ იცვლება მონაცემები (სისტემა ავტომატურად მოახდენს წინა წლის ინფორმაციის რეგისტრაციას).

ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ, მოქმედი კანონმდებლობით, არანაირი ცვლილება დასაბეგრი ქონების წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში არ განხორციელებულა. შესაბამისად, მეწარმე სუბიექტები/ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარდგენილ დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანონ გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის პირველი აპრილის მდგომარეობით.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა