ბოლო ამბები
31/10/2025

როგორი სამარცხვინო ფორმულირებაა “ფორმულავ” ამ შემთხვევაში რითი სჯობიხართ “იმედს”? ოღონდ რამენაირად ჩემკენ გამოიშვიროთ ხელი

გაზიარება

“ფორმულა” აშუქებს რუსული აგენტურის შექმნას და ამბობს რომ “პარტიაში გაერთიანდნენ სააკაშვილის ხელისუფლების გენშტაბის უფროსი ნიკოლეიშვილი და სააკაშვილის ხელისუფლების სატყეო დეპარტამენტის დირექტორი გიორგობიანი, რომელსაც კორუფციაში ედებოდა ბრალი”.

როგორი სამარცხვინო ფორმულირებაა ფორმულავ? ამ შემთხვევაში რითი სჯობიხართ “იმედს”? ოღონდ რამენაირად ჩემკენ გამოიშვიროთ ხელი. არაფერია იმაზე თუ ვინ ადანაშაულებდა კორუფციაში გიორგობიანს.

სინამდვილეში ნიკოლეიშვილიც და გიორგობიანიც პირადად მე მოვხსენი კორუფციის გამო, ჩვენი მმართველობის საწყის ეტაპზე და გიორგობიანი ციხეს გერმანიაში დაემალა, საიდანაც ის ივანიშვილმა დააბრუნა.

სინამდვილეში ჩემს დროს ვავლენდით და ვსჯიდით კორუმპირებულ და პრო-რუსულ ელემენტებს და 2012 ში ივანიშვილმა ეს ნაგავი ამოქექა და საზოგადოებას თავზე დაასვა”- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მოძრაობა “ნეიტრალური საქართველო” პოლიტიკურ პარტიად ყალიბდება, რომლის წევრებიც არიან: ბიძინა გიორგობიანი, ლევან ნიკოლეიშვილი, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და ვატო შაქარიშვილი.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა