25/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›საზოგადო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ მიხეილ ყაველაშვილი სპექტაკლ „ალუდა“-ს პრემიერას დაესწრო

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიხეილ ყაველაშვილი სპექტაკლ „ალუდა“-ს პრემიერას დაესწრო. ადმინისტრაციის ცნობითვე, ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა დასს  დადგმისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავში ბატონის ციხის კომპლექსს შვილებთან ერთად ესტუმრა.

მას თელავის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს.

მიხეილ ყაველაშვილმა საექსპოზიციო სივრცეები, არქეოლოგია-ეთნოგრაფიისა და სახვითი ხელოვნების ორი დარბაზი დაათვალიერა. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებს გაეცნო.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ბატონის ციხის კომპლექსში კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, დეპუტატები: გელა სამხარაული,  ლევან მახაშვილი,ასევე  თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე იმყოფებოდნენ.