არსებობს ინფორმაცია, რომ გრიგოლ ვაშაძე ტოვებს ნაც.მოძრაობის თავმჯდომარის პოსტს

857
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გრიგოლ ვაშაძე 1-ლ მარტამდე “ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ელისო კილაძე ავრცელებს და ამბობს, რომ სააკაშვილსა და ვაშაძეს შორის საკმაოდ დაძაბული საუბარი შედგა, რაც დასრულდა იმით, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება პირადად ჩართულიყო პროცესებში და ამის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ, ფეისბუქმიმართვაშიც ისაუბრა.

ჩემი წყაროს ინფორმაციით, საკმაოდ მძიმე საუბარი შედგა მიხეილ სააკაშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის. გრიგოლ ვაშაძემ მას უთხრა, რომ იხსნის პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობას, მას ასევე არ უნდა, რომ იყოს ამ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და დატოვებს პარტიის თავმჯდომარის პოსტს. “ნაციონალური მოძრაობის” ერთი ფრთა ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ მეორე ფრთა მიდასტურებს, რომ საკმაოდ მძიმე საუბრები იყო ბოლო დროს და სწორედ ამის შემდეგ მიიღო მიხეილ სააკაშვილმა ის გადაწყვეტილება, როდესაც გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ქმნის მის პირად შტაბს,”- აცხადებს ელისო კილაძე “კურიერთან” ინტერვიუში.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE