მაია ცქიტიშვილი ამერიკის ახალ ელჩს შეხვდა

335
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ვიცე-პრემიერი ამერიკის ახალ ელჩ კელი დეგნანს შეხვდა. როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა,  შეხვედრა იყო ძალიან კარგი და ნაყოფიერი.

„ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ამერიკის ახალ ელჩთან, ქალბატონ კელი დეგნანთან. ძალიან აქტიურად გვეხმარება შეერთებული შტატები ჩვენი პროექტების განხორციელებაში, აქტიური თანამშრომლობა გვაქვს USAID-ის პროექტების ფარგლებში ადგილობრივ დონეზე, დეზენტრალიზაციის განვითარების მიმართულებით, მოსახლეობის აქტივობის გაზრდის თვალსაზრისითაც. ასევე გვაქვს კარგი პროექტი და მხარდაჭერა ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით. საშუალება გვქონდა ელჩისთვის გაგვეცნო ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტებიც, რომელიც განხორციელების პროცესშია ან დაგეგმილია და ბუნებრივია, შევთანხმდით იმაზეც, რომ ჩვენი თანამშრომლობა უნდა იყოს ძალიან აქტიური. ვფიქრობ, ძალიან კარგი და ნაყოფიერი თანამშრომლობა გველის,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE