ბოლო ამბები
06/11/2025

ნეტავ, დაზარალებულს არ მოსთხოვდეთ იქით პასუხს იმაზე, რომ ბაბუამისს ჯანუკი არ ერქვა და რაღას დავეძებ – თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს

გაზიარება

“მამიდა ინ ექშენ [მამიდა მოქმედებს]

“ეს ქალი”-ს ძახილს რა მიზანი აქვს?  აჰ, “იმ ქალის” ბრალია ყველაფერი და თვითონ არის სპეტაკის მამიდა. “იმ ქალს” ექნება ალბათ ჯანმრთელობის საბუთები, სათანადო არგუმენტები, მათ შორის, მის სამწუხაროდ დანგრეულ ცხოვრებასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენს მხარეს რა არგუმენტია, ის, რომ მამიდა ხმას კარგად აკანკალებს?!”- წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში და ეხმიანება 2 ნოემბერს, სუპერმარკეტ “სპარში” მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, რა დროსაც თაკო ჩარკვიანის ძმისშვილმა ფიზიკურად იძალადა მაღაზიის თანამშრომლებზე.

“ძვირფასო მამიდა, ხმის აკანკალებას თავი დაანებეთ და “კანონი და სამართლიანობის” ფარგლებში იმოქმედეთ, შეაფასეთ ასევე დაზარალებულის მდგომარეობაც! აჰ, არ გინდათ, იმიტომ რომ, ამ შემთხვევაში, დაზარალებულზე საუბარი არ გაწყობთ??! და “იმ ქალზე” ხელის შეწმენდას თავი დაანებეთ, რადგან ეს უზნეობაა, რაც თქვენს ძმის შვილს არ უკადრია და სავარაუდოდ არც მერე იკადრებს.

და ნუ შეგვაწუხეთ თქვენი პირადი პრობლემებით, ყველას ჰყავს ოჯახი, რაც მამიდას ყოველთვის ცალ ფეხზე ეკიდა. სულ მე, მე რა, (საბჭოელი) თხა ხართ?
ნეტავ, დაზარალებულს არ მოსთხოვდეთ იქით პასუხს იმაზე, რომ ბაბუამისს ჯანუკი არ ერქვა და რაღას დავეძებ.
ძალით ევროპიელები, ესენი.” – წერს თეა წულუკიანი.

 

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა