MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

საქართველოს უზენაესმა სასამართლოს გადაწყვეტილებით,  გიგი უგულავა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა.  უგულავას დაპატიმრების შესახებ აღსრულება უახლოეს ხანში მოხდება, შესაძლოა რამდენიმე საათში ან დღეში.

გიგი უგულავა ამ დროისათვის ლეიბორისტული პარტიის ოფისში, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება და კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მისი თანაგუნდელები კი მიღებულ გადაწყვეიტილებას პოლიტიკური მოტივებით ხსნიან.

 

თქვენი კომენტარი?