ბოლო ამბები
06/11/2025

ახლა ხელების ჩამოშვების კი არა, გაათმაგებული ბრძოლის დროა – მიხეილ სააკაშვილი

გაზიარება

“ახლა ხელების ჩამოშვების კი არა, გაათმაგებული ბრძოლის დროა”– ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის მიერ, მისთვის და ოპოზიციის სხვა ლიდერებისთვის წაყენებულ ახალ ბრალს.

მე ოფიციალურად წამიყენეს ბრალი ჩემს პოლიტიკური მართლმსაჯულების “სასამართლო სხდომაზე” გაკეთებული განცხადების გამო (რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევაა), რომელშიც მოვუწოდებდი ხალხს სელფი გადაეღოთ ივანიშვილის ზვიგენთან. დიახ ამ განცხადების გარშემო ტრიალებდა ჩემი დაკითხვაც და ამას ეფუძნება ჩემი ბრალდება. ოთარ ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის პროკურატურას კიდევ ერთი ტიტული დაემატა ის სამართალდამცველიდან გარდაიქმნა ზვიგენთ დამცველად.
მე უკვე დიდი ხანია გამოკეტილი ვარ ძირითადად პიჯაკების ყიდვის საქმეზე და ახლა ამას დაემატა „ზვიგენის სელფის“ საქმე.

გულწრფელ სოლიდარობას ვუცხადებ ყველა ბრალ წაყენებულ პოლიტიკოსს და დაპატიმრებულ უდანაშაულო ადამიანებს. მინდა მოვუწოდო დასავლეთს დაუყოვნებლივ შემოიღოს ბევრად უფრო მკაცრი და ფართო სანქციები ივანიშვილის ბანდიტური დიქტატურის წინააღმდეგ.

დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ხალხს აქვს ძალაც, ნიჭიც და გამბედაობაც რათა ეს აყროლებული ნაგავი სახლიდან გაიტანოს და ისტორიის სანაგვეზე მიუჩინოს ადგილი.
ახლა ხელების ჩამოშვების კი არა, გაათმაგებული ბრძოლის დროა. ასეთი საშიში, მჩაგვრელი, ბოროტი, სასტიკი მტერი ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია არ ჰყოლია და ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ მათი დამარცხება, რათა დავიბრუნოთ აწმყო და მომავალი.

და ბოლოს იქნებ მათ ვინც აქამდე არ იმჩნევდა ჩემს პოლიტიკურ პატიმრობას პირადი მოსაზრებების გამო, ახლა მაინც გაუსწორონ სიმართლეს თვალი და ამოღერღონ თუ რა უსამართლობასთან გვაქვს საქმე.”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა