დამშვიდდით, დამნაშავისგან გმირს ვერ გამოძერწავთ – დავით ჩიხელიძე

447
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ეხმიანება გიგი უგულავას დაკავებას და ოპოზიციის შეფასებებს პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით.

“ოპოზიცია მიზანმიმართულად განაგრძობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ისინი ურცხვად ცდილობენ დამნაშავის პოლიტპატიმრად გამოცხადებას, ერთ რჩევას მივცემ ოპოზიციას, დამშვიდდით, დამნაშავისგან გმირს ვერ გამოძერწავთ! რაც შეეხება კონკრეტულად უგალავას საქმეს, ყველა ვინც საქმის დეტალებში არის ჩახედული დამეთანხმება, რომ საქმე გვაქვს აშკარა დანაშაულთან და კრიმინალთან, საქმე ეხება დაახლოებით 14 მილიონი ლარის გაფლანგვას, რომელიც ხელფასის სახით ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს ჩაერიცხათ,(რასაც აქტივისტების ჩვენებებიც ადასტურებს) აღნიშნული თანხა იყო კეთილსინდისიერი გადამხდელების მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხა, რომელიც ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფოს კეთილდღეობას და საზოგადოებრივ სიკეთეებს მოხმარდებოდა, მიშას ქვეყანაში კი თანხა პარტიული ინტერესების გათვალისწინებით, მოქალაქეთა მცირე ჯგუფს მოხმარდა! დაუშვებელია პოლიტიკურ საქმიანობას ინდულგენციის წონა ჰქონდეს!

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ კიდევ არაერთი საქმე არის, რომლის გარშემო უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს, მაგ: ძველი თბილისის რებილიტაცია და იქ გაფლანგული მილიონები, რეაბილიტაციას კომპანია ტენდერის გარეშე ახორციელებდა, ამიტომ ბუნდოვანია, როგორც რეაბილიტაციის ხარისხი ასევე ის, თუ რა კრიტერიუმებით არჩევდა მერია კომპანიებს, ასევე კითხვის ნიშნებს აჩენს, სახელმწიფოს მიერ „თბილისის განვითარების ფონდისთვის“ გადაცემული შენობა ნაგებობების შემდგომი გასხვისების სქემა. ხოლო რიყის ტერიტორიის გასხვისების სახით, საინტერესო ფენომენთან გვაქვს საქმე, გაუგებარია როგორ „მოახერხა“ სახელმწიფო, რომ 2006 წელს, შპს ,,ახალი რიყესთვის”, თბილისის მერიისგან 7 000 000 აშშ დოლარად გადაცემული ტერიტორია, 2008 წელს, კვლავ თბილისის მერიას დაუბრუნა, 17 000 000 აშშ დოლარად! ვის ჯიბეში და წავიდა 10 მილიონი?”- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE