79 წლის პელეს ჯანმრთელობის პრობლემები და დეპრესია აქვს

333
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე, რომელიც 79 წლის არის, ჯანმრთელობის პრობლემები და დეპრესია აქვს. ამის შესახებ მისმა ვაჟმა, ედინიომ განაცხადა.

“მას არ შეუძლია სიარული, უჭირს გადაადგილება და დეპრესიაშია. ის მეფეა, ყოველთვის გამორჩეული ფიგურა იყო, ახლა კი წესიერად ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეუძლია, რის გამოც ძალიან რცხვენია და შეწუხებულია ამის გამო. სახლიდან გასვლა არ უნდა, ფაქტობრივად შინაპატიმრობაშია. მოკლედ რომ ვთქვა, რთული მდგომარობაა და იმედია, რომ ექიმები სიტუაციის შეცვლას შეძლებენ” – ამბობს პელეს შვილი, ედინიო “globo tv-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE