ზუსტად ვიცი, როგორ მთავრდება ხოლმე, როცა ხელისუფლება ასეთი ტექსტებით იწყებს საუბარს მედიასთან, არ გაგივათ – ინგა გრიგოლია

496
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“თამარ ჩიხლაძე არის ჟურნალისტი,რომლის გადაცემებითაც ტვ “პირველზე” ვამაყობ”- ასე ეხმიანება ტვ “პირველი”-ს გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ანრი ოხანაშვილის განაცხადებას, რომელიც მან ამავე არხის ეთერში, ამავე ტელევიზიის ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძესთან დაკავშირებით გააკეთა:

“უმაგრესი პროფესიონალი და პროფესიული ეთიკით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჟურნალისტი, ვისაც კი როდესმე შევხვედრივარ. ზუსტად ვიცი, როგორ მთავრდება ხოლმე, როცა ხელისუფლება ასეთი ტექსტებით იწყებს საუბარს მედიასთან, არ გაგივათ! თამუნა ჩიხლაძე,  ვამაყობ,რომ ჩვენი გუნდის წევრი ხარ და შენს გვერდით ვართ ყველანი, პასუხის ღირსადაც არ ვთვლი ამ კაცს,მაგრამ იმას კი შევახსენებ ხელისუფლებას-გადახედეთ არცთუ შორეულ წარსულს და დასკვნებს თავად გამოიტანთ, ფინალი რა არის ხოლმე,როცა მსგავსი ტექსტებით ესხმიან თავს მედიას! – წერს ინგა გრიგოლია.

ამ თემაზე:

ცხარე კამათი დიანა ტრაპაიძესა და ანრი ოხანაშვილს შორის (ვიდეო)

თქვენი კომენტარი?
IMG.GE