3 ობოლი გოგონას დედის მიმართვა კახა კალაძეს (ვიდეო)

455
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

უკვე 8 წელია, რაც რუსუდნ ფრიდონაშვილი თბილისში, ვარკეთილში მდებარე სასაფლაოს ფარდულში სამ მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. წლების წინ ბინა დაკარგეს ყვარელში, რომელიც იპოთეკით ჰქონდათ დატვირთული, შემდეგ იყო ცხოვრება მანქანაში და ბოლოს სასაფლაოს ფარდულში. მეუღლე და დედამთილი რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა. მარტოხელა დედა საფლავების დალაგებით არჩენს შვილებს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. გოგონები “ობიექტივთან” ინტერვიუში ამბობენ, სკოლაში ხშირად მშივრები არიან,რადგან არ აქვთ საშუალება და არც დედას აწუხებენ მათი პრობლემით. 

3 ობოლი გოგონას დედა თბილისის მერს, კახა კალაძეს თხოვნით მიმართავს, რომ საცხოვრებელი გამოუყონ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE