დიღომში მერიის დასუფთავების სამსახურის საწყობში ხანძარი გაჩნდა

404
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დიღომში მერიის დასუფთავების სამსახურის საწყობში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ცეცხლი საწყობებს, მათ მიმდებარედ არსებულ მუყაოს ყუთებს და სხვადასხვა სახის ნივთს ეკიდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

სალიკვიდაციო სამუშაოებს 60-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და სპეციალური ტექნიკა განაგრძობს. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE