საერთაშორისო სამართლის ნორმებით მოგიღებთ ბოლოს თუ ქართულ საკანონმდებლო სექტას არ აინტერესებს ადამიანის უფლებები – იუნა შაფათავა

470
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მსახიობი იუნა შაფათავა ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოკოლაჟს, რომელშიც მისი ფოტოც არის გამოქვეყნებული წარწერით “საქოცეთის აქტივი”.

“შსს, საქართველოს მთავრობა! როდემდე უნდა მსვარონ კრიმინალებმა?! არ მცალია ამ ჭუჭყისთვის და როდემდე უნდა იყოს ადამიანის შეურაცხყოფა დაუსჯელი?  რატომ უნდა ვითმინო უკვე 9 წელი შეურაცხყოფა და დამცირება!

კანონი უზენაესია და ადამიანის ღირსების შელახვა დამცირება შეურაცხყოფა დისკრიმინაცია უნდა ისჯებოდეს! ამერიკაში წავედი, მოვშორდი იმ ნაგავს და არ მომასვენეთ!

კმარა ფაშისტების და მკვლელების თარეში! რომელ მთავრობას მივმართო? მკვლელებისგან და ნაცებისგან დაკომპლექტებულს? მე მივმართავ ამერიკის სამართალდამცავებს, პიროვნების შეურაცხყოფა დამცირება-დევნისთვის და წავიღებ მასალებს ჰააგაში და სტრასბურგში!

ფიზიკურად არა, მორალურად აგრძელებთ ადამიანების კვლას და არ გავატარებ! საქართველოს პროკურატურა, პარლამენტი მთავრობა, ვინ ხართ კანონის უზენაესი ორგანო!’ მოვითხოვ მორჩეს ნაცების შემოგდებული ეს დისკრიმინაციული პოლიტიკა და მიიღეთ ზომები ბოლოს და ბოლოს!

მე მოვიგებ ამ პროცესს თუ დავიწყე! ნუ მაიძულებთ მე დავძრა ეს ტიფოზური შავი ჭირი მკვდარი წერტილიდან! ვინაა თქენი ასაგდები?

საერთაშორისო სამართლის ნორმებით მოგიღებთ ბოლოს თუ ქართულ საკანონმდებლო სექტას არ აინტერესებს ადამიანის უფლებები! ყველა გარეწარს შეუძლია შემახოცოს ხელები, არ გავატარებ! არ მცალია ამათი ჭიჭყინისთვის და ნახავთ რას ჰქვია მუშაობა!

გაეროს ოფისი პირველ ავენიუზეა და გამოვალ მე იქ სიტყვით და დემონსტრაციით, რომ მორჩეს ფაშიზმი! შიმშილობას გამოვაცხადებ, სანამ მფრინავ ღორს არ ჩაათრევთ საქართველოში და შეგრცხვეთ თქვენ მერე მკვლელების თავზე ფერებისთვის!
მე ვთქვი”- წერს იუნა შაფათავა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE