“პატრიოტთა ალიანსი” არ არის ოპოზიცია? რატომ? სახელმწიფოს რომ არ მტრობს და დედას და ოჯახს რომ არ გიტრიალებთ იმიტომ?

1019
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ხათუნა ხოფერია ეხმიანება ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციის შესახებ, რომელიც მან ტელეკომპანია “იმედი”-ს ეთერში გააკეთა.

“გთხოვთ! ყველამ წაიკითხოთ! და დაადუმოთ ცოტა ხნით ეს კაცი!
რა გამოდის, “პატრიოტთა ალიანსი” არ არის ოპოზიცია?
რატომ?… ქვეყანას, სახელმწიფოს რომ არ მტრობს იმიტომ?
დედას და ოჯახს რომ არ გიტრიალებთ პორნოგრაფიული ელფერით იმიტომ?

მაიდანს და პარლამენტში შეჭრას რომ არ გეგმავს, ალბათ, იმიტომ!
“ნაციონალური მოძრაობააო” მხოლოდ ოპოზოციაო. მხრებით უნდა ვატაროთო…
ზუკუტურით ატარე თუ გინდა! ბასიშვილს მიეცი ხმა და ბოკერიას უკანალი! ოღონდ, ჩვენ გაგვანებე თავი, ნუ გვაბოლებ

და ამ ქვეყანას ნუ ექაჩები ნეოლიბერალების სარეცელში! ისემც გიქნიათ შენ და შენს “გუნდს”, მაკეინს ჩაბარებიხართ! შენ, ჩემო იმანო, ჯერ ავტორიტეტი მოიპოვე შენს ხალხში, მერე გავლენები საერთაშორისო სფეროში, მერე ოფიციალური ვიზიტები დაგეგმე და… შესაძლოა, ვინმე, ჭკუა რომ მოეკითხება და სიტყვა ეთქმის, მაგფერ კაცსაც შეხვდე.”– წერს ხათუნა ხოფერია.

გთავაზობთ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც მან ოპოზიციის შესახებ გააკეთა და განმარტა, თუ რა უთხრეს მათ საერთაშორისო პარტნიორებმა ნაც.მოძრაობის, როგორც ოპოზიციის შესახებ:

“ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გვეუბნებიან, რომ კი, არის ცუდი ოპოზიცია, მძიმე წარსულით, მძიმე რეპუტაციით, მაგრამ უნდა იყოს ასეთი ოპოზიცია, რადგან მათ იციან, რომ ვერ შექმნიან ახალ ოპოზიციას საქართველოში, ჩვენც იცით, რომ ხელოვნურად არ ვერევით ოპოზიციის შექმნის პროცესში. ამიტომ ეს არის მათი ერთგვარი დამოკიდებულება და მოწოდება: კი, ცუდია ეს ოპოზიცია, ცუდია „ნაციონალური მოძრაობა“, ძალიან მძიმე რეპუტაცია აქვს, მაგრამ იქნებ გაუფრთხილდეთ და ეს სუსტი ოპოზიცია იქნებ რაღაცნაირად საკუთარი მხრებით ათრიოთ”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE