განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

თინა ხიდაშელი 


“რამდენიმე საათში შოთაძე ისევ მთავარი პროკურორი გახდება! ამ პროცესს დღეს და ხვალ ვერაფერი შეაჩერებს! არამგონია რაიმე აზრი ჰქონდეს ეხლა იმაზე წერას, რატომ არის ეს გადაწყვეტილება უბრალოდ მეგაპოლიტიკური უზნეობა. ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც დღეს მის პროკურორობას ხმას მისცემს, სწორედ ამ მეგაპოლიტიკური უზნეობის შემოქმედი და თანაავტორი იქნება.

მხოლოდ იმის იმედს ვიტოვებ, რომ საკმარისია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ჯერ კიდევ ესმის, რომ ასეთი თავხედი ხელისუფალი არასოდეს გვყოლია და მასთან ერთად გატარებული ყოველი დღე ჩვენი ისედაც ძალიან მყოფე სახელმწიფოებრიობის მსხვრევის პროცესს სულ უფრო აძლიერებს.

იმედს ვიტოვებ, რომ ეს სიბრაზე რომელიც ეხლა მე მახრჩობს ასიათასობით ჩვენს თანამოქალაქეს აქვს და არჩევნებზე საარჩევნო ყუთებზე აისახება. დღეს სხვა ყველაფერი უბრალოდ ბელეტრისტიკაა.”

თქვენი კომენტარი?