გარდაიცვალა კინორეჟისორი გიორგი შენგელაია

341
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

82 წლის ასაკში გარდაიცვალა კინორეჟისორი და საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია.

გიორგი შენგელაია დაიბადა 1937 წლის 11 მაისს მოსკოვში. იყო  მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი,  რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. პირველი ფილმი „ალავერდობა” 1963წელს  გადაიღო გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით.

1969 წელს გადაიღო ფილმი „ფიროსმანი“ მხატვარ ნიკო ფიროსმანის შესახებ. მას ეკუთვნის ვესტერნი „მაცი ხვიტია” (1966), მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ და სათავგადასავლო ფილმი „ხარება და გოგია” (1987)

გიორგი შენგელაიას ფილმებია:


  • 1965 – ჯილდო
  • 1966 – მაცი ხვიტია
  • 1969 – ფიროსმანი
  • 1973 – ვერის უბნის მელოდიები
  • 1976 – ქვიშანი დარჩებიან
  • 1980 – სიყვარული ყველას უნდა
  • 1984 – ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა
  • 1987 – ხარება და გოგია
  • 1996 – ორფეოსის სიკვდილი
  • 2000 – სიყვარული ვენახში
  • 2005 – მიდიოდა მატარებელი

multimedia.ge მწუხარებას გამოთქვამს კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას გარდაცვალების გამო.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE