პატარა ერეკლე დანელია გარდაიცვალა

1432
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

2 წლის ერეკლე დანელია გარდაიცვალა. ეს სამწუხარო ინფორმაცია ბიჭუნას დედამ გაავრცელა:

“ახლა ამის ძალა არ მაქვს მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას, წავიდა ჩემი ანგელოზი უფალთან, ერეკლე წავიდა.

მისი პაწაწა გული გაჩერდა, ფილტვებიც და თირკმელებიც გაჩერდა. ვეღარ იბრძოლა თუ აღარ იბრძოლა არ ვიცი, მაგრამ ყველაფერმა ერთად უმტყუნა და წავიდა. ჩემი გმირი ბიჭი, ჩემი მებრძოლი ბიჭი მაკაკა მალე უფალთან იქნება”- დაწერა ბიჭუნას დედამ.

როგორც ერეკლე დანელიას სახელობის ფეისბუქ გვერდზე წერია, წირვა Ჩატარდება დღეს, ძმათა სასაფლაოზე მდებარე წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში. გამოსვენებაც იქნება დღესვე, საღამოს საათებში ამავე ეკლესიიდან. მისამართი უნივერსიტეტის #3

ერეკლე დანელიას ჯანმრთელობის პრობლემები დაბადებიდანვე ჰქონდა, კერძოდ, მისი დიაგნოზი იყო მოკლე ნაწლავის სინდრომი და საჭიროებდა დაგრძელების ოპერაციას, თუმცა ბიჭუნას ჯანმრთელობის სხვა პრობლემების დაერთო თან და პირველადი დიაგნოზი, თითქმის გადაფარა ამ პრობლემებმა.

multimedia.ge ერეკლეს დიდი გულშემატკივარი იყო და უმძიმესია ჩვენთვის ამ ამბის გავრცელება.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE