ოპოზიცია იქცევა ისე, როგორც ცხოველი – დავით ჩიხელიძე

375
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ახსნა არ აქვს, ოპოზიციის დესტრუქციული ქმედება სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს. ზოგადად ქართველებს გვაქვს ერთი დიდი პრობლემა, ხშირ შემთხვევაში ტერმინებს/სიტყვებს ისე ვიყენებთ, რომ მათი მნიშვნელობა არ ვიცით, როგორც ჩანს არც ოპოზიციამ იცის გამოხატვის თავისუფლების და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობა.

ცხოველი თავისუფალია მის ქცევაში, მაგრამ ადამიანს აქვს გონება და მორალი რომელიც მის თავისულებას რაციონალურს ხდის. ოპოზიცია კი სამწუხაროდ იქცევა ისე როგორც ცხოველი და მის ყოველ ქმედებას, გამოხატვის თავისუფლებას არქმევს.

(ახლო წარსულში, პარლამენტში რამდენიმე ადამიანი მოწამლეს, მათთვის ეს გამოხატვის თავისუფლება იყო, ჩემთვის კი სამარცხვინო საქციელი) დღეს ოპოზიციამ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო, საინტერესოა ვის ჩაურთეს ჰიმნი? პოლიციელს, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს სიკვდილისთვის გაიმეტეს და რომელიც იმაზე დიდი პატრიოტი არის, ვიდრე ყველა ოპოზიციონერი ერთად აღებული? თუ ექიმს, რომელმაც უდიდესი პროფესიონალიზმი გამოავლინა და ურთულეს პირობებში ადამიანისთვის სიცოცხლე შენარჩუნება შეძლო?

ან იქნებ ახალგაზრდა ბიზნესმენს, რომელსაც საქართველოს სახელი მსოფლიოში გააქვს და ქვეყნის განვითარებაზე ფიქრობს? პარლამენტში ასევე არაერთი ღირსეული ადამიანი იყო, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომელსაც ოპოზიციამ აჩვენა, რომ მათ დიალოგის რესურსი არ აქვთ და ფონს გასვლა უნიჭო წარმოდგენით სურთ.” – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლისას, საკანონმდებლო ორგანოში ელენე ხოშტარია და მისი თანამოაზრეები შევიდნენ და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE