გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე ფეისბუქში წერს

212
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გუდაურში, ახალგაზრდა თაზო გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე სოციალურ ქსელში ეხმიანება მომხდარ ფაქტს.

თაზოს ფოტოები ვნახე  და მოვკვდი.. საშვილიშვილი ცოდვა დაადებინეს ჩემ ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის. გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს.

თქვენ გგონიათ მერაბი რომ გამოვიდეს ციხიდან (და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს), ამ ბიჭის ცოდვა ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალებას მისცემს?! არა და არა!

ხო, მეც მომიკლეს ქმარი! ის ისეთი ვერასოდეს იქნება როგორიც ადრე იყო! ისეთი ლაღი და მხრებში გაშლილი… ქათამს ვერ კლავდა ეს მთასავით კაცი და კაცის მოკვლა მისთვისაც სიკვდილის ტოლფასია დამიჯერეთ.

ავღანეთში ერთი ჯარისკაცი აუფეთქდა ნაღმზე, თვეები არ ეძინა, სულ გიორგი ედგა თვალწინ, ის ბიჭი არ მომკვდარა გადარჩა, მაგრამ ინვალიდი დარჩა და სულ მასზე დარდობდა, ლოცულობდა, კითხულობდა მის ამბავს… არ მოასვენებს არასდროს თაზოზე დარდი”– წერს ნატა ქიტესაშვილი.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE