სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

1171
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს პრეზიდენტი ეხმიანება 18 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში, ელენე ხოშტარიას მიერ საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას და აცხადებს, რომ ეს არის სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევა.

“საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა.
საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ჰიმნის გამოყენება მიუღებელია და სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციაა.

მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს პატივი სცეს პარლამენტის მიერვე მიღებულ კანონს – “თავისუფლების ქარტია”, რომლის მიზნებსაც ეწინააღმდეგება გუშინ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისას მომხდარი ფაქტი.”- აღნიშნნავს პრეზიდენტი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE