ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა და პირველი გარანტიებიც გასცა

549
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია, მან თითქმის 7 წლიანი პატიმრობა დღეს, დილის 10:00 საათზე დაასრულა, მატროსოვის ციხესთან მერაბიშვილს მხარდამჭერები და ოჯახის ახლობლები დახვდნენ.

როგორც ცნობილია ის აპირებს პოლიტიკური აქტივობის გაგრძელებას, მან პირველი განცხადებაც გააკეთა და გარანტიაც გასცა, რომ მოქმედი ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება.

“ბატონები, ზუსტად 6 წელიწადი და 6 თვე ვიმყოფებოდი სამარტოვო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე. უპირველეს ყოვლისა არ წავედი კომპრომისზე საკუთარი თავის მიმართ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს გულშემატკივარს და ახლობელს, იმ ხალხს ვინც აქ არის და ვინც შორიდან მგულშემატკივრობს. მომავლის იმედით მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისათვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოსცილდეს. მე გაძლევთ გარანტიას რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება,” – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE