კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინდელი დღეა – გიორგი გახარია (ვიდეო)

635
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინდელი დღეა.”- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მან ასევე გააკეთა კომენტარი ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე, რომელმაც ხელისუფლების დამხობაზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც საპატიმრო დატოვა.

” ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე. ჩვენ უნდა ვაკეთოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს არა გამოწვევების და დამხობების ქვეყანა, არამედ შესაძლებლობების ქვეყანა ახალგაზრდობისთვის.
დღეს თავისუფლების პირველ წუთებზე ადამიანმა თქვა, რომ დავამხობო სიტყვა სიტყვით. დავასრულებ კი არ უთქვამს, შევცვლი კი არ უთქვამს – დავამხობო. მოდით ასე შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვიყურებით წინ, მომავლისკენ.

ეს მცდელობები დამხობის რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი არ გამოუვიდათ. არც აწი გამოუვათ. ჩვენი მიზანია, ხვალინდელი დღე, მომავალი, ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა გადატრიალებების, დამხობების და უბედურებების ქვეყანა, რომელიც წარსულში დავტოვეთ.”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

თქვენი კომენტარი?