MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება იმ გამოძიების შედეგებს, რომლის მიხედვით, გასული წლის ოქტომბერში სამთავრობო და რამდენიმე ორგანიზაციის ვებ გვერდებზე ჰაკერული თავდასხმა რუსეთმა მოახდინა.

„ამ აშკარად დადგმული საინფორმაციო შემოგდების დაუმტკიცებლობა და პოლიტიკური მოტივაცია ნათელია. რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების კავშირის მტკიცებულება არ არსებობს და არ შეიძლება არსებობდეს. აღსანიშნავია ვაშინგტონის, ლონდონისა და თბილისის მიერ მოწყობილი ამ პროპაგანდისტული აქციის სინქრონულობა.

სულ რაღაც ოთხი თვე დასჭირდათ, რომ რუსეთი დამნაშავედ გამოეყვანათ იმ ინციდენტისთვის, რომელიც თითქოს 28 ოქტომბერს მოხდა. ყველა ბრალდება highly likely (დიდი ალბათობით)-ს სტილშია. სამწუხაროა, რომ თავად საქართველოში უარს არ ამბობენ რუსეთის დემონიზირების ხაზზე და გასული წლის კრიზისიდან გაკვეთილი არ გამოაქვთ. ყველაფერი ეს ისედავ რთულ ორმხრივ ურთიერთობებს ართულებს. კვლავ დარწმუნებულნი ვართ, რომ არსებული უთანხმოების გადალახვა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება რუსი და ქართველი ხალხის ძირეულ ინტერესებს პასუხობს. გვესმის, რომ არიან ძალები, ვისაც ეს საერთოდ არ აწყობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ოფიციალური წყარო 

თქვენი კომენტარი?