გიორგი ბარამიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პუტინის დავალებით დააბრუნეს რუსთავის ციხეში. ამის შესახებ მან რუსთავის ციხესთან განაცხადა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი კლინიკა “ვივამედიდან” კვლავ ციხეში გადაიყვანეს.
“რუსულმა ბანდამ გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილი გადმოიყვანოს რუსთავის ციხეში, ეს ყველაფერი ხდება პუტინის დავალებით, რადგანაც პუტინის მიზანი და გეგმის მთავარი ხაზი არის ბრძოლა დამოუკიდებელ, თანამდეროვე ქართულ სახელმწიფოსთან, რომლის მშენებლობის სიმბოლო არის პრეზიდენტი სააკაშვილი და ამ რეჟიმის, პუტინის მიზანია, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დააშინოს და გაანადგუროს, ვერაფერს ამას ვერ მიაღწევს პუტინის და მოღალატეთა ბანდა, ჩვენ მისი თანამებრძოლები და ასობით ათასი ამ იდეის მზარდამჭერი გავაგრძელებთ ბრძოლას და აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ რადგანაც ჩვენი ბრძოლა მართალია, რადგანაც ჩვენი ბრძოლა არის არა მილიონებისთვის და ოქროს ზოდებისთვის, არამედ ქვეყნის გადარჩენისთვის და არა თანამდებობებისთვის, რადგან ჩვენი ბრძოლა არის საქართველოს გათავისუფლებისთვის, ფეხზე დაყენებისთვის, გამთლიანებისთვის და ჩვები ქვეყნის, ხალხის ფეხზე დაყენებისთვის. საქართველო იქნება ამაყი და გამარჯვებული მოქალაქეების ქვეყანა”- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

