ძვირფასო “ოცნებავ” კი გინდათ, 20 ივნისის დარბევაზე პასუხისმგებლობა მთლიანად გახარიას შეტენოთ, მაგრამ მხოლოდ გახარიას პასუხისმგებლობა მაშინ იქნებოდა, მეორე დღესვე რომ დაგეგმოთ მომხდარი, გახარია პოსტიდან გადაგეყენებინათ.”- ასე ეხმიანება ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ, პროკურატურის მიერ, 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევისა და ჩორჩანის ტყის ეპიზოდზე წარდგენილ ბრალს.
“თქვენ კიდევ ენა გადაიტყავეთ 20 ივნისის გაპრავებაში, გახარია სუპერძალოვან მინისტრად გამოაცხადეთ, კი არ გადააყენეთ, არამედ დააწინაურეთ და პრემიერად დანიშნეთ.
უი, ჰო, გამახსენდა, ეგ ყველაფერი “დიფ სტეიტმა” გაიძულათ.”- წერს მერაბ მეტრეველი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

