“ყველაზე გაჭირვებული პატიმარიც კი თავის ნივთებს ციხეში უტოვებს სხვას. ასეთი იყო ყოველთვის სასჯელის მოხდის ადგილებში სოლიდარობა. ეს რაღაც ახალი ჯიშია”- ასე ეხმიანება თეა წულუკიანი ყოფილ პატიმრებს, რომლებმაც ციხის დატვების შემდეგ, მაცივარი და ტელევიზორი უკან წამოიღეს.
შეგახსენებთ, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ომარ ოკრიბელაშვილმა და საბა მეფარიშვილმა ციხე დღეს დატოვეს, მათ საპროცესო გარიგება გააფორმეს და ბრალი აღიარეს, რომელიც პარლამენტის წინ ჯებირის დაზიანებას ეხებოდა, საერთო ჯამში მათ 1 წელი და 5 თვე ჰქონდათ მისჯილი.

დაწერე კომენტარი
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

