ბოლო ამბები
20/11/2025

გიორგი გახარია მის მიმართ წარდგენილ ბრალს ეხმიანება

გაზიარება

„ქართულმა ოცნების“ რეჟიმმა ოფიციალურად დააკანონა ჩემი პოლიტიკური დევნა, ჩემ წინააღმდეგ ფაბრიკაციული სისხლისსამართლებრივი ბრალდებების წარდგენით. უკვე დღესვე სასამართლომ ჩემი დაკავება გადაწყვიტა. ეს ასრულებს ივანიშვილის წინასაარჩევნო მუქარას, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ მას უკვე „სასამართლოების დონეზე ჰქონდა ჩაწყობილი სისხლის სამართლის საქმეები“. საკითხი ეხება ჩორჩანის საქმეს და 20 ივნისის მოვლენებს, ნათელიცაა, რომ დამატებითი ბრალდებების შეთხზვაც იგეგმება.”- ასე ეხმიანება გიორგი გახარია მის მიმართ წარდგენილ ბრალს და საპასუხო პოსტს სოციალურ ქსელ “X-ზე აქვეყნებს.

“ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის — და ჩემთვის პირადად, ემიგრაციიდან — ეს მიანიშნებს ბრძოლის ახალ ეტაპს საქართველოს ევროპული მომავლის შესანარჩუნებლად, ბრძოლას, რომელიც ახლა ყველა არსებული პლატფორმის გამოყენებას მოითხოვს. ეს ბოლო ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ როგორც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, ისე პარლამენტში შესვლა იყო ერთადერთი სწორი სტრატეგიული არჩევანი ამ მიზნისკენ მისავალ გზაზე.

სამწუხაროდ, როგორც საქართველოს დემოკრატიულმა ძალებმა, ისე დასავლეთმა, კოლექტიურად წააგეს ბრძოლა პროპაგანდასთან. თუმცა, ჩვენ არ უნდა წავაგოთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლა — ევროპის იდეის შესანარჩუნებლად საქართველოში. ამ ბრძოლის წაგება გამოიწვევს სერიოზულ და გრძელვადიან შედეგებს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.

მიუხედავად სულ უფრო რეპრესიული გარემოსი, თავისუფლება და დემოკრატია ღრმად არის ფესვგადგმული ქართულ საზოგადოებაში. ევროპის იდეა უნდა იყოს დაცული საქართველოში, და საქართველო მტკიცედ უნდა დარჩეს დასავლური დღის წესრიგის ნაწილად. კავშირის გაწყვეტა ან დისტანცირება მხოლოდ დააჩქარებს ქვეყნის ჩასრიალდებას რუსეთის გავლენის სფეროში”– წერს გახარია.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა