MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

პატრიოტთა ალიანსი მასშტაბურ მიტინგს აანონსებს, რომელიც 25 აპრილს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, 17:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავმა “ობიექტივი”-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ მაქსიმუმ 2-3 თვეში დაისაჯონ ყოფილი ხელისუფლების ის წარმომადგენლები, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი.

“მეორე საკითხი იქნება დავით გარეჯის პრობლემა, რომელიც ამ დრომდე მოუგვარებელია, “არ ვთმობთ  დავით გარეჯს”- ეს იქნება აქცის მეორე მოთხოვნის ლოზუნგი.

მესამე მოთხოვნა – საქართველო არ არის არცერთი ქვეყნის კოლონია, ჩვენ არ დავუშვებთ კრამერების, ბრაიზების და “NDI”-ს პარპაშს საქართველოში.

და მეოთხე მოთხოვნა – სამხედრო მიუმხრობლობა – ავსტრია ფინეთი შვეიცარიის მოდელის მაგალითზე” – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

თქვენი კომენტარი?