განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, სახალხო მოძრაობა “არა ნაციზმს” ხელმძღვანელ  ნანა კაკაბაძის მიერ, სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეომასალასა და განცხადებას ეხმიანება, ასევე მოუწოდებს სრულად გაასაჯაროვოს ვიდეო.

“ქალბატონო ნანა, სრული მასალა გაასაჯაროვეთ ძალიან გთხოვთ. მინდა რომ თქვენი მხარდამჭერები რომლებიც მთელი ღამე მწყევლიდნენ ყოველმხრივ ინფორმირებულები იყვნენ. დაიდოს კადრები როგორ “შემოვიჭერი” თქვენს ოფისში, როგორ დავაზიანე კარი, როგორ აღვკვეთე თქვენი თავისუფლება, როგორ გაწამეთ თქვენ და თქვენი 5 “შავრაზმელი” და რაც მთავარია, დაიდოს კადრები სადაც ჩანს რომ კამერას ვაზიანებთ და შემდეგ დაზინებული ნაწილის “ჩადებას ” ვახდენ ჩემს მიერ “დარბეული” ოფისის კართან.

შეგახსენებთ რომ კადრები რომელსაც ახლა ხბოს აღტაცებით კედელ-კედელ დაათრევთ არის მხოლოდ ნაწყვეტი და კონტექსტიდან სრულად ამოვარდნილი. იმედი მაქვს შსს-მ ეს მასალა უკვე ამოიღო და არ მეტყვიან რომ წაიშალა.“- ამბობს გაფრინდაშვილი

ამ თემაზე:

ნანა კაკაბაძის ორგანიზაციის განცხადება და სათვალთვალო კამერის ჩანაწერი მომხდარ ინციდენტზე

თქვენი კომენტარი?