“აღარ დააცადა მეორე კახელმა, ჯიგარო, ჩვენა ძმაკაცები ვართ, რა მნიშვნელობა აქ , ხან ეს იხმარს ხან მე ხანაც ორივე ერთადო”

774
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ანეკდოტი სოციალური ქსელიდან


“ერთ სერიოზულ დარბაისელ ბიძა კაცს გასათხოვარი გოგო ჰყავ და ერთი დღეცაა ეს გოგო გამოუტყდება : – მამა ერთი ბიჭი მიყვარს და გადავწყვიტეთ ოჯახი შევქმნათ და ცივილურად გვინდა დღეს მოვლენ და ჩემ ხელს გთხოვენ ოღონდ მე მრცხვენია და სახლში არ მინდა ვიყოო . – კაი მეტი რა გზააო მამამ , ჩაიცვა გაიპარსა და ელოდება პოტენციურ სასიძოს . ამავე კორპუსში გვერდზე სადარბაზოში ნივა იყიდება და განცხადებაა გამოქვეყნებული, წაიკითხა ეს განცხადება ორმა კახელმა მონადირე ძმაკაცმა და გადაწყვიტეს ყიდვა.

დაურეკეს პატრონს, მისამართი ჰკითხეს, ცოტა შეევაჭრნენ და ჩამოდით და დავილაპარაკოთო, წავიდნენ სანახავად, ხოდა როგორც მიხვდით შეეშალათ სადარბაზო და სიძის მომლოდინე კაცს მიუზარუნეს.

გააღო კარები, მობრძანდით, დაბძანდით, ვიცი რაზეც ხართ მოსულები დავილაპარაკოთ არ გვინდა ოფიციალურობა პირდაპირ საქმეზე გადადითო, – ჩვენც ეგ გვინდა უბრალოდ გავინტერესებს რომელ წლიანიაო, კი გაუკვირდა მამას კითხვის ფორმა, მაგრამ გაატარა და 90- იანიაო (ისინი ნივაზე კითხულობენ ამას გოგოზე ჰგონია) – აუუ , რაღაში ივარგებს მთელი ტრაკი უკვე გამამპალი ექნებაო იძახის ერთი კახელი, წამოხტა კაცი გაგიჟდა აღარ იცის რა თქვას და ისღა მოახერხა რომ ეკითხა, რომელი ხართ, რომელს გინდათო და აღარ დააცადა მეორე კახელმა : – პრინციპში ჯიგარო ჩვენა ძმაკაცები ვართ, ვინ გაიფორმებს რა მნიშვნელობა აქ , ხან ეს იხმარს ხან მე ხანაც ორივე ერთადო”

თქვენი კომენტარი?