პატარა ნიკოლოზს ინსულტი დაუდგინდა

247
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პატარა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას “იმედი”-ს ჟურნალისტი თათია ზუხბაია, ბიჭის მამაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“საავადმყოფოდან დამირეკა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილის მამამ. გიდასტურებთ, რომ ბავშვი არის უკიდურესად მძიმე სიტუაციაში, მიიღო ინსულტი და თავის ქალა აქვს ახდილი, თუმცა ამ ეტაპზე მისი მკურნალობა სხვა დამატებით სახსრების მოძიებას არ უკავშირდება!

ჰოდა მირეკავს ეს პატიოსანი კაცი და მეუბნება, რომ შეწყვიტონ ჩარიცხვა, მის (!) და მით უფრო ბავშვის სახელით შექმნილ ყალბ ანგარიშებზე! და ეს თანხა სხვა ადამიანს მოახმარონ, იმას ვისაც ეს ახლა მათზე მეტად სჭირდება..

ამ ძალიან მძიმე ფონზე რომ ამ დეტალზე გეფიქრება ეს სხვა ღირსება სხვა მორალია! ასეთი მამის შვილები, ალბათ ასეთივე შვილებს გაზრდიან , არ შეიძლება! არ უნდა გაწყდეს ეს ძვირფასი ჯაჭვი”- წერს ჟურნალისტი თათია ზუხბაია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE