მუსიკოსი გიორგი პავლიაშვილი (მასტერი) ეხმიანება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ბოლო 2 თამაშის წაგების შემდეგ, მათ მიმართ დაწყებულ ზიზღის კამპანიას:
“წავშალე დავწერე და ჰეიტერები იტყვიან მართლაც ჯობდა არაფერი გეთქვაო, მაგრამ ბებიათქვენისამ (ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა ყველას ბებიებს)
რა ხდება ხომ მშვიდობაა? დინამომ ფარერების კლუბთან 6:1 წააგო და 2023-ში 1:7 წავაგეთ ესპანეთთან და ამხელა ღვარძლი, ბოღმა, ლანძღვა გინება არ ყოფილა? რაღაც კაი მომენტია და ყველა ფეხბურთის მცოდნე-არამცოდნემ ერთად გადაუარეთ საქართველოს ნაკრებს?
“ნათელი და ყოველმხრივ ჭეშმარიტები” გამლანძღავენ მაგრამ საღად მოაზროვნე ოპონენტები ალბათ მკითხავენ
“რა ვქნათ აბა თვალი დავხუჭოთ და თავზე ხელი გადავუსვათ”?
არ დავხუჭოთ თვალი! ვთქვათ რომ ძალიან სუსტი მატჩი იყო, თუ გინდა ვთქვათ რომ მწვრთნელი შესაცვლელია, თუ გინდა ვთქვათ რომ ფეხბურთელებიც შესაცვლელები არიან და არავინ იმსახურებს ნაკრების მაისურის ტარებას, კი ბატონო დავივიწყოთ ის ევროპის ჩემპიონატიც, სულ მაგას ხომ არ გაგვახსენებთო მეტყვით და კარგი არ გაგახსენებთ მაგრამ ეს ლანძღვა, გინება, ცოლების ხსენება და სხვა თემებზე წაკბენები რა არის? რისი ბრალია? ისეთი შთაბეჭდილება რჩება ადამიანს რომ რაღაც მომენტს ელოდებოდით და ახლა ერთიანათ დაესიეთ!
ვისი რა საქმეა თავის ხელფასს ფეხბურთელი სამშენებლო ბიზნესში ჩადებს თუ კოკა-კოლას აქციებს იყიდის. ჩემზე მეტად განათლებულები და თანამედროვე ტიპები ხომ ხართ? დაგუგლეთ და ნახავთ, რომ მესის აქვს ინვესტიციები სასტუმროების ქსელში, რესტორანიც აქვს და ღამის კლუბიც. ლევანდოვკის აქვს წილი სამშენებლო კომპანიაში და ასევე რონალდოს სასტუმროების ქსელი, თქვენ ბიჭო ვინ გკითხავთ საკუთარ ფულს ადამიანი სად დააბანდებს? ვინ ხართ, რატომ აძლევთ საკუთარ თავს უფლებას რომ ადამიანებს მიუთოთოთ რა მანქანა იყიდონ და ცოლს რა ღირებულების კაბა ჩააცვან?
მილიონი კომენტარი შემხვდა, ქეცბაია სჭირდება ნაკრებსო. თემურ ქეცბაია იყო ჩემი საყვარელი ფეხბურთელი, ჯერ კიდევ ვულვზში თამაშობდა იქიდან მოყოლებული. მისი 10 მატჩიანი წაუგებელი სერიაც მახსოვს ნაკრებში და ხორვატიასთან მოგებაც 26 მარტს, მაგას რომ ლანძღავდით მაშინ ნაკრების პოსტზე და სტადიონზეც რომ უსტვენდით უკვე ტიპს რომ ნაკრებიდან წასულიყო ეგ დაგვავიწყდა?
კიდევ ერთხელ! ყველა კომენტარს ეტყობა ვინ არის ფეხბურთის გულშემატკივარი და ვინ “რაღაც ჩაფენებით საუბრობს”, 19 წლის რომ ხარ და დავიღალე ამდენი წაგებებითო წერ, ერთი ჩვენ გვკითხე რაა… ხალხი დაბერდა და ნორმალურ სიხარულს ვერ მოესწრნენ 1981 წლის შემდეგ, ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან…
ყველაფერში მოგყვები, ყველა კრიტიკაში მაგრამ ის რაც ახლა ხდება რომ ერთმანეთს ეჯიბრებით აბა ვინ უფრო კარგად დასცინებს და “გულს აირევს” ამ ბიჭებზე და აბა ვინ უფრო თესლად იღადავებს ბიჭებზე რომ მეტი ლაიქი აიღოს.
ყველაფერს აქვს თავისი ნორმა და ფორმა, ფეხბურთია სპორტია, როგორც ჭიკაძის ინტერვიუ გავრცელდა და ტიპს დასცინიან ეს არაფრისმაქნისი “კლავიატურის ქამრის
მფლობელები”, რომ არ არის ბიძია ჩხუბი შენი საქმე და წაი სხვა რამე მონახეო, ანუ თქვენ მასზე მეტად გინდათ გამარჯვება ჩხუბში და მასზე მეტს აკეთებთ თქვენ საქმეში, მასზე მეტს შრომობთ? მეეჭვება რომ თქვენ-თქვენ საქმეში რომელიმე ამ ბიჭებზე მეტს აკეთებდეთ ძალიან ბევრმა ლიჟბი თვის ბოლოს ხელფასი აიღოს და მაგრად ჰკიდია მისი საქმე და პასუხისმგებლობები!
მე მეეჭვება რომ ვინმეს ამ კომენტარების ავტორიდან რაიმე სპორტში მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული, რადგან ეცოდინებათ რომ სპორტში მარტო “მიდი ძმაო გული ჩადე” არ არის. სპორტი არის პროფესიონალიზმიც, კლასიც, მონდომებაც, დისციპლინაც, იღბალიც და კიდევ ბევრი რამ და ასე ხელისმოსმით თქვა რომ ამ ბიჭებს ფეხბურთი არ ესმით არის უმადურობა. მაშინ ამ გაგებით წინა სუსტი ნაკრებები რაც გვყავდა საერთოდ ცეცხლზე უნდა დაგვეწვა.
ყველა პოსტის ქვეშ, ყველა ფეხბურთელის გვერდებზე შევარდნა და ვითომ წაკბენა რომ თქვენ ხალხთან ერთად არასდროს დგახართ და ყოველთვის ღალატობდით თქვენ ხალხს – თითქოს ხალხი მხოლოდ ერთგან იდგეს, ისაკუთებთ ამ ნაკრებს? საქართველოს ნაკრებია და ის არც რუსთაველის გამზირის ნაკრები გახდება და არც კანცელარიის. ზოგიერთ ფეხბურთელს თუ მისი პოლიტიკური შეხედულება აქვს არ ნიშნავს რომ მეორე ფლანგიდან ვებრძოლოთ მათ – ეს არის საქართველოს ნაკრები, ყველა ქართველის ნაკრები, კარგის და ცუდის ნაკრებიც და თავს ნურავინ გამოიდებთ ვინ სწორი და ვინ არასწორი ეს დაე ღმერთმა განსაჯოს და დრომ თავის სახელი დაარქვას!
მჯერა მე ამ ბიჭების, ბევრი თქვეს, ამ ასაკში ძალიან ბევრი შეძლეს და მჯერა კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ”- წერს გიორგი პავლიაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

