ზურა ჯაფარიძემ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე მკაფიო უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია მის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
“ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობიდან 6 თვე გავიდა, დარჩენილია 1 თვე. სწორედ ამიტომ, მას კანონით ეკუთვნის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.
20 ნოემბერს მას შესთავაზეს აღნიშნული უფლებით სარგებლობა, თუმცა ვინაიდან არცერთი გზით არ განიხილავს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას, ზურაბ ჯაფარიძემ მკაფიო უარი განაცხადა.”- წერია ინფორმაციაში.
დაწერე კომენტარი
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

