ბოლო ამბები
20/01/2026

ზელენსკიმ ეს სასწაული მარტომ მოახდინა, მე ვიცი რომ ამ კაცს მხოლოდ იმიტომ ებრძვიან რომ უკრაინა დამარცხდეს – თეა ადეიშვილი

გაზიარება

ტვ “პირველი”-ს ჟურნალისტი თეა ადეიშვილი, უკრაინის პრეზიდენტზე წერს:

“ომის პირველი ათი დღე ჩემს სახლში მხოლოდ ბავშვებს ეძინათ, კიევი დგას, კიევი დგას… ახლაც არ მტოვებს ის შიშნარევი სიხარული და საკვირველი განცდა, რომელიც რეალობა და სასწაული იყო ერთდროულად.

იმიტომ რომ პრეზიდენტმა უკრაინა არ მიატოვა და სამყაროს გასაგონად თქვა: “ვსი მი ტუტ”, ეს სასწაული მარტომ მოახდინა, მაშინ ზელენსკის უყურებდნენ როგორც განწირულს, რომელსაც გმირი უკრაინელი ხალხის გარდა არავინ ედგა გვერდით, ჩვენ მხოლოდ ვლოცულობდით უკრაინისთვის.

ვიცი ორიგინალურს არაფერს ვამბობ, მთელი საქართველო ასე ვიყავით, არ მაინტერესებს რას ამბობენ ქოცები, ანუ რუსები, მე ვიცი რომ ამ კაცს მხოლოდ იმიტომ ებრძვიან რომ უკრაინა დამარცხდეს, უკრაინის გადარჩენა კი სამყაროს გადარჩენაა ახლა, ყველა სხვა ვერსია, სხვა კანდიდატი თუ სხვა გეგმა რუსეთის მარცხის გარდა არის ჰუმანიზმის, სამშობლოსთვის თავგანწურული გმირობის, დემოკრატიის, ცივილიზაციის და კაცობრიობის ბედნიერი მომავლის მარცხი. ღმერთო დაიფარე უკრაინა, დიდება გმირებს”– წერს თეა ადეიშვილი.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა