“მინდა იმ გაურკვევლობასთან დაკავშირებით გავაკეთო განცხადება, სადაც თითქოს რაღაცეების გასაყალბებლად მიზანმიმართულად გამოვიყენე ვიდეო, რომელიც სხვა დროს და სხვა ადგილას ყოფილა გადაღებული.
სინამდვილეში ასე იყო: კონცერტის დღეს, 22 ნოემბერს ორგანიზატორს გამოუგზავნეს ეს ვიდეო. ბუნებრივია მე არ ვიცოდი, ეს კადრები, როდის და სად იყო გადაღებული. ამას ვერც ვერსად გადავამოწმებდი.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენც და ორგანიზატორიც მიზანმიმართულად შეგვიყვანეს შეცდომაში, წავშალე ვიდეო და ამ კადრების გარეშე თავიდან დავდე. ფაქტი ისაა, რომ კონცერტი ემიგრანტებისთვის გერმანიაში ჩატარდა. ამის არაერთი მოწმეა და ტყუილი არც გვჭირდება. რომ ჩაშლილიყო ამასაც ვიტყოდით, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ასეთი უმნიშვნელო საკითხი ვთვლი, რომ საყურადღებო არაა.
უამრავი კონცერტი გადადებულა და გაუქმებულა, რომც გაუქმებულიყო არც ეს იქნებოდა ტრაგედია, სხვა დროს და სხვაგან ჩატარდებოდა. “– წერს ჯგუფ “ურსა”-ს სოლისტი გიორგი ძოწენიძე და ეხმიანება ოპოზიციის მედიაში გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ გერმანიაში, პოლიტიკური პროტესტის ნიშნად, მათი კონცერტი ქართველმა ემიგრანტებმა ჩაშალეს.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

