კორონავირუსის შესახებ – ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის რეკომენდაციები (ვიდეო)

825
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კორონავირუსის საქართველოში დაფიქსირების შემდეგ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი პანიკამ მოიცვა, რაც ნამდვილად უსაფუძვლოა. როგორც ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ‘POSTV”-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა, აღნიშნული ვირუსის გამო პანიკის ატეხვა უსაფუძვლოა რამდენიმე მიზეზის გამო:

1. ის, რომ პაციენტი, რომელიც დაავადებულია, შემოვიდა ირანიდან და ვირუსი საქართველოში არ აღმოჩენილა.

2.აღნიშნული პიროვნება საზღვრიდანვე გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში, შესაბამისად მას არ ჰქონია მასობრივი კონტაქტი ადამიანებთან, თუ არ ჩავთვლით მასთან ერთად მყოფ მგზავრებს, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხდა.

მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ გაცილებით საშიში ვირუსები დაფიქსირდა 2003 და 2012 წლებში, თუმცა კორონავირუსის შესახებ პანიკური განწყობის შექმნა, სოციალურ ქსელში გადამეტებულად გავრცელებულმა ინფორმაციებმა განაპირობა.

თქვენი კომენტარი?