ბოლო ამბები
28/11/2025

ვარდების რევოლუციაში ჩარჩენის სინდრომი დღეს ოპოზიციის წარუმატებლობის მთავარი მიზეზია – ზაზა დობორჯგინიძე

გაზიარება

“ვარდების რევოლუციაში ჩარჩენის სინდრომი დღეს ოპოზიციის წარუმატებლობის მთავარი მიზეზია.

“რეგიონებიდან კოლონები მოემართება” აღარაა პოლიტექნოლოგია, სოცმედიია პირობებში ტელევიზია ვეღარ ქმნის საერთო საზოგადოებრივ კარწინკებს, ინფორმაციული ველი პერსონალიზირებულია და ეფექტური საინფორმაციო კამპანიაც ტარგეტირებული და ფრაგმენტული უნდა იყოს.

პარლამენტში შეჭრა აღარააა ხელისუფლების ცვლილების გზა, ყოველი მომდევნო ფერადი რევოლუცია 2003 წლის შემდეგ რაც სხვა ქვეყნებში მოხდა უფრო და უფრო წარუმატებელი იყო. ხელისუფლების ჩამოშლის ნაცვლად, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა ხელისუფლების კოორდინირებულ და მტკიცე პასუხს იწვევს და არა ვადამდელი არჩევნებს.
2003 წელს საქართველო ეკონომიკურად დაქცეული იყო, დღეს 100 მილიარდ ლარს აღწევს.2003 წელს უნიპოლარული მომენტის და დასავლური ჰეგემონიის პიკი იყო, დღეს ლიბერალური დემოკრატიის კრიზისი და ფარდობითი ძალის კლებაა.

ეს ყველაფერი თითქოს არ საჭიროებს განმარტებას იმდენად ტრივიალურია, მაგრამ ფაქტია, 2024 წელს არჩევნები გაყალბდაო, რეგიონებიდან კოლონები მოემართებაო და სცადეს ვარდების რევოლუციის სიმულაცია და 4 ოქტომბერს ბოლოს ისე მოსრიალდნენ, რომ ახლა სხედან აკრძალულები.


ავტორი: ზაზა დობორჯგინიძე – სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა