ოპოზიციის გასაგონად ვიტყვი – დავით ჩიხელიძე

886
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დავით ჩიხელიძე – “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი


ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის, “ევროპის თავისუფლების ბარომეტრი 2019-ის” მიხედვით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველო 69,06 ქულით 27-ე ადგილზე გავიდა. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის შედეგიც ერთი პუნქტით გაუმჯობესდა.

კვლევის მიხედვით, საქართველოში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული: პრესის თავისუფლება — 7,10 ქულა (2,10-ით გაუმჯობესება) სასამართლოს დამოუკიდებლობა — 5,33 ქულა (1,08-ით გაუმჯობესება) ადამიანის უფლებების დაცვა — 6,30 ქულა (0,58-ით გაუმჯობესება) საკუთრების უფლების უსაფრთხოება — 7,62 ქულა (1,13-ით გაუმჯობესება) და ა.შ.

კანონის უზენაესობის ინდიკატორის მიხედვით, საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის წევრ სამ ქვეყანას: რუმინეთს, საბერძნეთსა და ბულგარეთს. ხოლო კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში უკონკურენტო ლიდერი არის.

კვლევის თანახმად, საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე იტალიაში, საბერძნეთში, ხორვატიაში, ბულგარეთში და ა.შ. (ვუსწრებთ ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს) წინა კვლევების გათვალიწინებით, 27-ე ადგილი სარეკორდო არის, ნიშანდობლივი არის, რომ 2012 წელს საქართველო 39 ადგილზე იყო.

ნათელია, რომ ჩვენ ქვეყანას წინსვლა აქვს, და დღეს სოწრედ ის ხალხი აკრიტიკებს მთავრობას, რომლის დროსაც საქართველო 39-ე ადგილზე იყო, რომლის დროსაც მედიის თავისუფლების ინდექტი კრიტიკულად დაბალი იყო.

ოპოზიციის გასაგონად ვიტყვი, მორალი და პრინციპები, რომ არ გაქვთ ვიცი, მაგრამ კბილები ხომ გაქვთ, ენას რომ დააჭიროთ! შეხედეთ თქვენს დროს არსებულ რეიტინგებს და ნათლად დაინახავთ, რომ ყველა სფეროში წინსვლა გვაქვს!”

თქვენი კომენტარი?