MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. როგორც დაზარალებული ამბობს, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ავტომანქანიდან გადმოვიდა.

“მოვიდა ორი ბიჭი, თითქოს რაღაცის კითხვა უნდოდა, ამ დროს სახეზე რაღაც გაურკვეველი ნივთიერება შემომასხეს, რამაც დამიწვა სახე, ამის შემდეგ ფეხებით რტყმა დამიწყეს”- ამბობს ზვიად კუპრავა.

ეჭვმიტანილების ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. ზვიად კუპრავა კი მასზე თავდასხმას  გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილს აბრალებს.

თქვენი კომენტარი?