ძალიან გთხოვთ, ნუ დაზაფრავთ ბავშვებს თქვენი პანიკით, დაამშვიდეთ, რომ აპოკალიფსი არ იწყება – მაია ბუწაშვილი

576
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს.

“ძალიან გთხოვთ, ნუ დაზაფრავთ ბავშვებს თქვენი პანიკით. დაელაპარაკეთ და დაამშვიდეთ, რომ აპოკალიფსი არ იწყება. ბავშვებს ნანახი აქვთ ფილმები, სადაც ეპიდემიები დედამიწის მოსახლეობას ანადგურებს. დავარწმუნოთ, რომ ასეთი არაფერი გვემუქრება და არ დავიხოცებით. ნუ შევურყევთ ფსიქიკას. ნუ გამოვამწყვდევთ სახლებში, ჯერ ამის საჭიროება არ დამდგარა.”– წერს მაია ბუწაშვილი ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?