საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა გამოვლინდა

571
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა გამოვლინდა, პაციენტი არის 31 წლის ქალი, რომელიც ჯგუფთან ერთად იტალიაში იმყოფებოდა.  ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელ თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, თუმცა მას ლაბორატორიულად დადასტურებული ვირუსი აქვს.

პირველი შემთხვევა ორი დღის წინ გამოვლინდა, ამ შემთხვევაში ინფიცირებული არის 50 წლამდე მამაკაცი, ის ირანიდან აზერბაიჯანის გავლით, სამარშრუტო ტაქსით შემოვიდა საქართველოში და საზღვრიდანვე მოხდა მისი გადაყვანა ბოქსირებულ განყოფილებაში.

თქვენი კომენტარი?