“გუშინ კალათბურთზე ნათლად გამოჩნდა, რომ ქოცებს ყველგან ეწვით ფეხქვეშ მიწა. ამათ არხებმა მხოლოდ “ქარდების” დადება შეძლეს, ასე რომ ვირტუალურ რეალობასაც ვეღარ ქმნიან.
ევრობასკეტზე პირველად რომ გავედით, მაშინ ჩემს ნიკუშასთან ერთად ვიყავი თამაშზე და შერმადინმა გადამწყვეტი ქულები მოიპოვა, მაშინ მე მეფიცებოდა სიყვარულს.
ნუ, გაკვეთილია ყველასთვის, რომ მედროვეები არ უნდა გავიკაროთ მომავალში. ვულოცავ უკრაინას მოგებას თბილისში ქართული კალათბურთი ისევ ამოიწევს, როცა ქოცები გაქრებიან!”- წერს მიხეილ სააკაშვილი.
27 ნოემბერს, საქართველო-უკრაინის საკალათბურთო მატჩის დასრულების შემდეგ, კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რასაც ოპოზიციური საზოგადოების გაღიზიანება და ქილიკი მოჰყვა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

