MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველდღე სპეციალური ხსნარებით მუშავდება.

გარდა იმისა, რომ მათი დასუფთავება და სველი წესით დამუშავება ყოველდღიურად მიმდინარეობდა, დამატებითი დეზინფექცია ჩაუტარდება სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებულ ყველა ტიპის ტრანსპორტს მიკრობაკფორტეს, ლიზოფორმინის, სტერისეპტფორტესა და ბაქტიციდის სადეზინფექციო საშუალებებით

ასევე, ყოველდღიურად დამუშავდება ხაზზე მოძრავი ყველა მუნიციპალური ავტობუსი, მეტროს სადგურები და ვაგონები და „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზის სადგურები და გონდოლები

მუნიციპალური ტრანსპორტის დეზინფიცირების რეკომენდაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან გაიცა.

თქვენი კომენტარი?