ბიძინა მარჯვნივ წავა თუ მარცხნივ, ყველა შემთხვევაში მძიმედ აქვს საქმე. არ შეასრულებს ჩვენს მოთხოვნებს და მაინც წააგებს – სალომე სამადაშვილი

490
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სალომე სამადაშვილი – “ნაციონალური მოძრაობა”


“მარჯვნივ წავა თუ მარცხნივ ბიძინა, ყველა შემთხვევაში მძიმედ აქვს საქმე. არ შეასრულებს ჩვენს მოთხოვნებს და მაინც წააგებს, ოღონდ საერთაშორისო რისხვის ფონზე. შეასრულებს და, ოცნების აქტივის დემორალიზაციის ეშინია. მორალურად სწორი გადაწყვეტილება, პოლიტიკურადაც ამართლებს, როგორც წესი. ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი ყოველთვის ამ მოლაპარაკებების პოტენციალს. ვნახოთ, დღეს-ხვალ გამოჩნდება საბოლოოდ, ეყოფა თუ არა ჭკუა, მიხვდეს, რომ ამ შემთხვევაში, მორალურად შედარებით სწორ გადაწყევტილებაზე გადის პრაგმატიზმის გზაც. ერთხელ უკვე გააკეთა სისულელე, პროპორციული როდესაც ჩააგდო, უბრალოდ არ მოელოდა, რომ ამხელა საერთაშორისო ზეწოლა მოჰყვებოდა თან. შეიძლება დღესაც ფიქრობს, რომ ხელისუფლების უზურპაციის მცდელობას, სანქციები არ მოჰყვება თან.”

თქვენი კომენტარი?