რა მოხდა ქუთაისის აეროპორტში? – ინციდენტში მონაწილის ოჯახის წევრის ინფორმაცია

271
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ქუთაისის აეროპორტში, თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი მამაკაცის და ანანო გორგოძე ავრცელებს ინფორმაციას, თუ რა უძღოდა წინ მომხდარ შემთხვევას.

„კურიერის“ სიუჟეტში მოგვიყვნენ ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომლის დროსაც „თაკო ჩარკვიანს და მის ოჯახს ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციასთან შეკრული კრიმინალური ბანდა, სუსი-ს დავერბოვკებული აგენტები არაფხიზელ მდგომარეობაში, რომლებიც მიზანმიმართულად დილიდან ელოდებოდნენ თაკო ჩარკვიანის ოჯახს ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის“. 

სინამდვილეში რა მოხდა? ჩემი ძმა დათი და მისი მეგობრები- 3 ბიჭი და 3 გოგო რომლებიც 23 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით იყვნენ ბერლინში და ჩამოფრინდნენ „ვიზეირის“ რეისით 30 ნოემბერს დღის მეორე ნახევარში, ვერ მიიღეს ბარგი ქუთაისში მომხდარი სტიქიის გამო და დღეს დილას გამოცხადნენ აეროპორტში ბარგის მისაღებად.

იმ პერიოდში აეროპორტში იყო თაკო ჩარკვიანის ოჯახი. ისმოდა ხმამაღალი ლაპარაკი ჩავლილ არჩევნებზე. ამ დროს ერთ-ერთმა ამ ჯგუფიდან ირონიულად მიულოცა არჩევნებში წაგება, რასაც მოყვა თაკო ჩარკვიანის მხრიდან კივილი: -„ბიძინას მონებო“, და შემდეგ უკვე დაპირისპირება, რომლის დროსაც თაკო ჩარკვიანის ქმარმა ჯონი გიგანმა ხელი დაარტყა ერთ-ერთ მათგანს, რაც კარგად ჩანს ვიდეო ჩანაწერებში. მოხდა ჩხუბი.

შემდეგ ჩაერია პოლიცია და დააცალკევა ისინი. ამ შელაპარაკებისგან დაწყებულ დაპირისპირებას კურიერმა მთელი კრიმინალური ისტორია მოაყოლა და მისცა პოლიტიკური მიმართულება. ეს არის სიმართლე და ყველაფერი აუცილებლად გაირკვევა! “– წერს ანანო გორგოძე.


ამ თემაზე:

გავრცელდა ვიდეო, რომელშიც თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს შეურაცხყოფას აყენებენ

თქვენი კომენტარი?
IMG.GE