ვირუსის საფრთხის გამო, მოზარდმაყურებელთა თეატრი დროებით აჩერებს მუშაობას

173
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კორონავირუსის საფრთხის გამო, მთელ რიგ დაწესებლებებში სამუშაო პროცესი დროებით შეწყდა, მათ შორის არის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი. ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს:

“ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ითვალისწინებს რა არსებულ ვითარებას 17 მარტამდე წყვეტს სპექტაკლების ჩვენებას. ამ პერიოდში , უსაფრთხოების დაცვის მიზნით თეატრში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. იმ მომხმარებელთა საყურადღებოდ , ვისაც შეძენილი გაქვთ ჩვენი სპექტაკლების ბილეთები გაცნობებთ, რომ აღნიშნული წარმოდგენები გაიმართება 16 მარტის შემდეგ. სპექტაკლების ცხრილი ასე გამოიყურება:
” მე ვხედავ მზეს” – 29 მარტს 19:00 საათზე;
” ურჩხული და ლამაზმანი” 3 მარტის ნაცვლად შედგება 4 აპრილს 13 საათზე;
” ალადინი” – 6 აპრილს 19 საათზე;
” ბილოქსი ბლუზი”- 7 მარტის ნაცვლად გაიმართება 4 აპრილს 19:00 საათზე;
” სევილიელი დალაქი” 7 მარტის ნაცვლად გაიმართება 22 მარტს 15:00 საათზე;
” სარა ბარა ბზია ბზბოიტ”- 6 მარტის ნაცვლად გაიმართება 9 აპრილს 19 საათზე;
” მგზნებარე შეყვარებული” – 8 მარტს ნაცვლად შედგება 29 მარტს 19:00 საატზე;
” სალამურა” 7 მარტის ნაცვლად გაიმართება 26 აპრილს 12 საათზე;
” სიკვდილის შემდეგ შეყვარებული” -8 მარტის ნაცვლად გაიმართება 11 აპრილს 20:00 საათზე;
” სიმარტოვე”- 14 მარტის ნაცვლად შედგება 26 აპრილს 20:00 საათზე;
“თაგუნები და ყველი” – 8 და 15 მარტს ჩანიშნული სპექტაკლები დაინიშნა 5 აპრილს 15 საათზე.

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 17 მარტამდე წყვეტს სპექტაკლების ჩვენებას!”- აღნიშნულია თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE