გაუწონასწორებელი ექს-პრეზიდენტისა და წნევიანი ქალის გამოსვლებმა გუნდში შიდა დაძაბულობაც გამოავლინა

333
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პოლიტიკური პარტიების მკვლევარი და სამოქალაქო აქტივისტი ლევან ლორთქიფანიძე ფილარმონიაში ნაციონალური მოძრაობის შეკრებას და კვირას დაანონსებულ აქციას აფასებს.

“მათი უმდაბლესი დონის პოლიტიკური კულტურა, რომელიც უპირველესად ლექსიკაში ვლინდება, უცვლელია: “საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს, ჩვენ ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არ გვაქვს.” სამშობლოსა და ოჯახის მოღალატის, ჩათ…ხის შემდეგ, ოპონენტი უსულო საგანიც გახდა.

ძალაში რჩება ენმ-ის ტრადიცია, როდესაც მისი აქტივისტები თეთრს შავად და შავს თეთრად წარმოაჩენენ. საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნების დროს გამოვლენილ მრავალ ხარვეზზე ისაუბრეს, მიანიშნეს ხარვეზთა გამოსწორების აუცილებლობაზე და ა.შ. თუმცა, საერთაშორისო საზოგადოებას არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი ეჭვქვეშ არ დაუყენებია. შედეგებს მთელი მსოფლიო ცნობს.

განსაცვიფრებელია ენმ-ის ლოგიკაც. ამბობენ, რომ არჩევნები სასტიკად გაყალბდა. ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს და ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. გასაგებია, რომ ქვეყანაში 2016 წელთან შედარებით პოლიტიკური რეალობა შეცვლილია და პარლამენტი მთავარი უფლებამოსილებებით არის აღჭურვილი, მაგრამ მათივე ლოგიკით გაყალბებით არჩეული პრეზიდენტი შევინარჩუნოთ? მის გადადგომას არ ითხოვთ?

გაუწონასწორებელი ექს-პრეზიდენტისა და წნევიანი, ტყუილების გამავრცელებელი ქალის გამოსვლებმა გუნდში არსებული შიდა დაძაბულობაც გამოავლინა. ყველა არ არის დარწმუნებული არჩეული სტრატეგიის შედეგიანობაში. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ჯგუფის შიგნით ერთმანეთისთვის ბრალდებების წარდგენის დრო არ არის, მხოლოდ ივანიშვილია დამნაშავეო. ჩემზე ტყუილების გამავრცელებელმა ქალმაც ხალხის ღალატის დაუშვებლობასა და ვაშაძის ირგვლივ შემოკრებილთა ერთიანობის აუცილბლობაზე დასვა აქცენტი.

სააკაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთს ერთ ასპექტში ნამდვილად ჰგვანან. ისინი თავიანთი ამბიციურობითა და უსაფუძლო, ზედმეტი თავდაჯერებულობის წყალობით სპობენ და ამცირებენ ყველა სხვა ლიდერს, მეორე რანგის ლიდერების წარმოშობას ჩანასახშივე ანადგურებენ.ახალ წლამდე იაქტიურებენ, პროვოკაციებს მოაწყობენ, მერე შეისვენებენ და გაზაფხულზე გააგრძელებენ. მთავარია პოლიცია ისე არ მოიქცეს, როგორც ენმ-ს დროს იქცეოდა. ღმერთო, დაგვიხსენი ასეთი მმართველი პარტიისა თუ ოპოზიციისაგან.”- წერს ლევან ლორთქიფანიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE