განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა.ახალი კანონის მიხედვით, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ყოფილ პრეზიდენტს დაცვა მხოლოდ 1 წლის განმავლობაში უნარჩუნდება.

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის ქართული ოცნების მიზანმიმართული ქმედება, რათა პრეზიდენტის ინსტიტუტს ძირი გამოუთხაროს.

„გუშინ მთელი გულით მადლობა გადავუხადე არაჩვეულებრივი სამსახურისთვის და დავემშვიდობე ჩემი პირადი დაცვის წევრებს.

ეს დამარცხებული „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა, რომ ძირი გამოუთხაროს პრეზიდენტის ინსტუტუტს“,- წერს მარგველაშვილი სოც.ქსელნ ტვიტერში.

 

თქვენი კომენტარი?